თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებს განიხილავს. მისი თქმით, სანქციების ვარიანტი 7 დეკემბერს იქნა განხილული, თუმცა, საბოლოო გადაწყბეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. მან ასევე არ დააკონკრეტა, რა ტიპის სანქციებზეა საუბარი.
პრემიერმა განაცხადა, რომ ანკარა მოსკოვთან დიალოგისთვის მზად არის.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა თურქეთს უკვე დაუწესა მთელი რიგი ეკონომიკური სანქციები.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთის საჰაერო ავიაციამ თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული ავიაგამანადგურებელი სუ-24 ჩამოაგდო.