თურქეთი რუსეთისაგან С-400 ტიპის რაკეტებს ყიდულობს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, რუსეთთან სარაკეტო საზინოტო კომპლექს С-400-ს შეძენაზე მოლაპარაკებები თითქმის დამთავრებულია და მას არ ესმის თუ რატომ აწეუხებს აშშ-ს ეს ამბავი.


,,რითი არიან ისინი შეწუხებულები? ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი უსაფრთხოებისათვის გარკვეული ზომები მიიღოს. სხვა იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ისინი შეფოთებას არ გამოხატავენ და С-400-თან დაკავშირებით გამოხატეს,, განაცხადა ერდოღანმა სპარსეთის ყურეში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ.შეგახსენებთ, რომ აშშ-ს გაერთიანებული შტაბების წარმომადგენელმა, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა განაცხადა, რომ აშშ მხარე შეშფოთებულია ნატოელი პარტნიორის მხრიდან რუსეთის სარაკეტო კომპლექსების შეძენის გამო.

banner
წინა სტატიაშივალერი მელაძეს თბილოსოს ტექსტი დაავიწყდა(ვიდეო)
შემდეგი სტატიადევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა