თურქეთი, რუსეთი და ირანი ალეპოს სიტუაციაზე მოლაპარაკებებს გამართავენ

დღეს მოგვიანებით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო დიალოგს გამართავს სირიის ქალაქ ალეპოში შექმნილი სიტუაციის გამო. ერდოღანის თქმით, თურქეთის ალეპოში ხალხის გამოსაყვანად კორიდორის გაკეთებას შეეცდება. მან გუშინ მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სეთანხმების ჩაშლაში სირიის სამთავრობო არმია დაადანაშაულა. ერდოღანსა და პუტინს შორის შესაძლო სატელეფონო დიალოგზე ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ალეპოსთან დაკავშირებით მინისტრი თავის რუს და ირანელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული
შემდეგი სტატიაბერლინი ალეპოში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს