თურქეთი, ირანი და ერაყი, ქურთისტანზე ერთობლივ განცხადებას აკეთებს

თურქეთმა, ირანმა და ერაყმა, ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონის მთავრობის მხრიდან 25 სექტემბრისთვის დაგეგმილი რეფერენდუმის შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.


„ერაყის მთავარი საკითხი მშვიდობის და უსაფრთხოების დამყარება გახლავთ. ქურთისტანის საკამათო რეფერენდუმი, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლას დიდ ზიანს მიაყენებს. ასევე რეგიონში მცხოვრებ ქურთებისთვისაც ზიანის მომტანი იქნება. საკითხის მოსაგვარებლად საჭიროა ერბილის და ბაღდადის მთავრობამ მოლაპარაკება აწარმოონ. თურქეთი, ირანი და ერაყი ასეთ ნაბიჯს ყოველთვის დაუჭერს მხარს,“ ნათქვამია გაეროს 72-ე გენერალურ ასამბლეაზე მონაწილეობისთვის, ნიუ იორკში მყოფი სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვის პარლამენტი პრორუსი პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს
შემდეგი სტატიასააკაშვილს არ ჰქონდა გეგმაში საზღვრის გარღვევა?