თურქეთი ერაყს ავიადარტყმებით დაემუქრა

თურქეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ერაყის ქურთისტანში სამხედრო ოპერაცია დაიწყოს – ასეთი განცხადებით გამოვიდა ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეპ ერდოღანი – სააგენტო Anadolu ავრცელებს. ქვეყნის მეთაურის სიტყვებით, ანკარამ ბაღდადთან ერაყში ანტიტერორისტული ოპერაცია განიხილა.
თურქეთის პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა სირიის აფრინას დაკავებიდან მეორე დღესვე. მან, ასევე, ხაზგასმით თქვა, რომ ტერორისტებთან ბრძოლა გაგრძელდება სირიის სხვა რაიონებშიც, მათ შორის მიუნბიჩში, აინ ალ-არაბეში, ტალ-აბიადეში, რესულაინესა და კამიშლიში.
ქურთული ფორმირებების განადგურების შესახებ საუბარი ერდოღანმა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიშსს ინფორმაცია „დინამო არენას“ ტერიტორიაზე ავტომობილში აღმოჩენილი ნივთის შესახებ
შემდეგი სტატიანიკოლა სარკოზი დააკავეს