„თურქეთი არავის მიწებს არ ხელყოფს და არც შეუძლია“

„თურქეთი არავის მიწებს არ ხელყოფს და არც შეუძლია“

anqciebi-daviog“როგორც ვხედავ, თურქი სამხედროების გაგზავნამ მოსულში არაადექვატური კომენტარები გამოიწვია. არავის ვურჩევ არასწორად განმარტოს ჩვენი დახმარება. თურქეთი არ აპირებს სხვა სახელმწიფოების მიწების ხელყოფას და არც შეუძლია, თურქეთი ებრძვის ტერორიზმს და ტერორისტულ ორგანიზაციებს“-განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ

თურქეთმა თავისი ჯარი გააგზავნა ბაშიკში, ერაყის რაიონში, რომელიც მოსულთან ახლოს მდებარეობს. იქ მიმდინარეობს თურქი სამხედრო სპეციალისტების როტაცია. მათი ხელმძღვანელობით ტარდება პეშმერგეს (ქურთების სამხედრო ფორმირებები ერაყის ქურთისტანში) სამხედრო წვრთნები. პეშმერგე იბრძვის ტერორისტული ორგანიზაციის, დაეშის წინააღმდეგ.

თურქეთის ჯარების გაგზავნამ ერაყის რაიონში არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია, რასაც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა პასუხი გასცა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი მილიარდობით ფუნტ სტერლინგ „ჭუჭყიან ფულს“ „ათეთრებს“ დიდ პრიტანეთში
შემდეგი სტატიასაპატრიარქო პატრიარქის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს