თურქ ჟურნალისტს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თურქული გაზეთის “Cumhuriyet”-ის ონლაინ-გამოცემის მთავარ რედაქტორს ოგუზ გიუვენს სამი წლის პატიმრობა მიუსაჯეს. 21 ნოემბერს, სტამბულში გამართულმა სასამართლომ იგი დამნაშვედ სცნო. მას ბრალად ედება თურქი მქადაგებლის ფეთჰულაჰ გიულენის იდეების პროპაგანდა. ეს უკანასნკელი თურქეთის ტერიტორიაზე ტერორისტადაა გამოცხადებული.
“სიტყვის თავისუფლება არის დემოკრატიის განვითარების აუცილებელი პირობა. თუ ჟურნალისტები გაჩუმდებიან, ხალხიც გაჩუმდება და დემოკრატია დამუნჯდება”,- განაცხადა ოგუზ გიუვენმა სასამართლო სხდომაზე.
აღსანიშნავია, რომ გაზეთ Cumhuriyet”-ის კიდევ 18 თანამშრომელი, მათ შორის გამოცემის მთავარი რედაქტორი, ელოდება განაჩენს. ყველას ბრალად ფეთჰულაჰ გიულენთან თანამშრომლობა ედება.
შეგახსენებთ, თურქეთის ხელისუფლება თვლის, რომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ამერიკაში მცხოვრები ფეთჰულაჰ გიულენი დგას. ამჟამად თუქეთის ციხეებში 50 000 ადამიანი იმყოფება, რომელთაც ბრალად სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის მიღება ან ღია თანადგომა ედებათ ბრალად.

banner
წინა სტატიაშიორმა ემიგრანტმა საბერძნეთში 63 წლის ქალი მოკლა
შემდეგი სტატიასამი ქართველის აღიარება სასტუმრო “უკრაინის” შენობიდან სამართალდამცავთა დახვრეტის შესახებ არის ყალბი