,,თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელს სურს ჩაერთოს კონკურენციაში, მაშინ უარი უნდა თქვას თანხებზე, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს”

თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელს სურს ჩაერთოს კონკურენციაში, მაშინ მან უარი უნდა თქვას თანხებზე, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს – უნდა წავიდეს ან ერთი ან მეორე მიმართულებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა განუცხადა.

რატიანის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს საკმაოდ დიდ თანხა ეძლევა ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ დამატებით არ მოითხოვოს თანხები და შეზღუდოს ისედაც მწირი სარეკლამო ბაზარი.

რატიანი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში კორუფციისა და პროტექციონიზმის საფრთხეებსაც ხედავს და პრეზიდენტის ვეტოს მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.

“ბიუჯეტით საკმაოდ დიდ თანხაა განკუთვნილი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ბუნებრივია, არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოითხოვოს თავისუფალი მედიის სარეკლამო ბაზრის შეზღუდვა, ასევე ჩნდება დამატებითი საფუძველი იმისთვის, რომ გაიზარდოს კორუფცია და პროტექციონიზმი. კანონი, რომელიც “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მიიღო, ერთმნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროტექციონიზმის, კორუფციის ზრდას და ზღუდავს თავუსუფალი მედიის ბაზარს. რა საკვირველია, ჩვენ პრეზიდენტის ვეტოს გავიზიარებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიარავითარი საჭიროება და ლოგიკა არ არის ამ ვეტოს დაძლევაში – ნიკა გვარამია მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი “საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ” კანონში კორუფციულ რისკებს ხედავს