“თუკი სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია მოხდება, ის დაპატიმრებული იქნება“

აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა. დამსწრეების ერთ-ერთი კითხვა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას უკავშირდებოდა, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა ელის.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხს. აქ მას აქვს სუსტი პოლიტიკური მხარდაჭერა. პოლიტიკური თავლსაზრისით ჩვენ არ გვაინტერესებს, სად იქნება სააკაშვილი – საქართველოში თუ უკრაინაში. ჩვენს ქვეყანაში გაიმართა სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ. არსებობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია მოხდება, ის დაპატიმრებული იქნება,“ – განაცხადა ირაკლი კბახიძემ

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვნების მკვლელობის პროცესებს მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატი გაუწევს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე : სიკეთე დასჯადია და უნდა გამომკითხონ