თუკი მოსკოვის მოქმედება “ხრიკი” აღმოჩნდება ეს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობას გააფუჭებს

ეს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობას გააფუჭებს

4აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერმა განაცხადა, რომ მან უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ორჯერ დარეკა მოსკოვში, რუსეთ-სირიის ჰუმანიტარული ოპერაციის საკითხებში გასარკვევად, რომელიც მათ ქალაქ ალეპოში დაგეგმეს. კერიმ აღნიშნა, რომ ის შეშფოთებულია ამ ოპერაციით. მისი თქმით, თუკი მოსკოვის მოქმედება “ხრიკი” აღმოჩნდება, ეს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობას გააფუჭებს.

დღესვე, სირიის საკითხებში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დე მისტურმა, რუსეთის ფედერაციას თხოვნით მიმართა გაეროს დართოს ნება ალეპოში ჰუმანიტარულ კორიდორებს გაუწიოს ზედამხედველობა. “ეს ჩვენი საქმეა” – განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა, დღეს ჟენევაში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას.

განცხადება რუსეთის მიერ შექმნილ სამ ჰუმანიტარულ კორიდორზე გაეროს რეაქცია იყო.
რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ალექსელი ბოროდავკინმა განაცხადა, რომ რუსეთი ყურადღებით შეისწავლის და გაეცნობა მისტურას წინადადებას – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიგაეროს სპეციალური წარმომადგენელი რუსეთს მიმართავს
შემდეგი სტატიათურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ 18 ათასი ადამიანი დააკავეს