“თუ ვნახავთ, რომ ძალადობის მსხვერპლი იქნება ვინმე, ჩვენ დავიცავთ ჟურნალისტებს”

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

“თუ ვნახავთ, რომ ძალადობის მსხვერპლი იქნება ვინმე ჩვენ დავიცავთ ჟურნალისტებს. ამის პირობას მე ვიძლევი,”- ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში მას შემდეგ გააკეთა, რაც ნიკა გვარამიამ მას მიმართა კითხვით, თუ რატომ არ მიდიან თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები ტელეკომპანიის ეზოსთან და რატომ არ იცავენ როგორც რუსთავი 2-ს, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის კითხვის შემდეგ ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური ბრძოლის ხაზი მხოლოდ რუსთავი 2-ის შლაგბაუმთან არ გადის.

“პოლიტიკური ბრძოლის ხაზი არ გადის მხოლოდ თქვენს შლაგბაუმთან, პოლიტიკურ ბრძოლის ხაზი გადის იმ პოლიტიკური აქტივობით, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ვაწარმოებთ. ყველა შეხვედრაზე ამ საკითხს მწვავედ ვაყენებ. თუ კი დავინახავთ, რომ აქ ძალადობის მსხვერპლი იქნება ვინმე ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც დღეს თქვენ ხედავთ ვეღარ დაინახავთ და ჩვენ მანდ ვიქნებით და დავიცავთ ჟურნალისტებს ამის პირობას მე გაძლევთ. ჩემი ამოცანა არის ავარიდოთ ქვეყანასაც და თქვენც საფრთხე და არ დავუშვა, რომ აქ ძალადობა არ განხორციელდეს,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი:”ჩანჩურა კაცი, უღირსი, უსინდისო და სამარცხვინო კაცი
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: მართლმსაჯულება კიდევ უფრო მძიმედ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ