„თუ ვინმე რევოლუციას გეგმავს, ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ვინმე უკრაინულ „ვიკილიქსზე“

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოში თუ ვინმე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს გეგმავს, სამართალდამცველ ორგანოებს სათანადო კვალიფიკაცია აქვთ, რომ ეს აღკვეთონ.

როგორც უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „მთავარში“ უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელებული ფარული ჩანაწერების მიხედვით დაწყებული გამოძიების შეფასებისას განაცხადა, სამართალდამცველ ორგანოებს სხვა უფრო სისტემური და სანდო წყაროები აქვთ ამ ტიპის გამოძიების დროს გამოსაყენებელი.

„ამ ტიპის მოვლენები საბოლოო ჯამში არ მგონია, რომ ხელს უწყობს სახელმწიფოს გაძლიერებას ან სამართალდამცავი სისტემის გაძლიერებას. იმიტომ, რომ თუ ვინმე ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავს და აპირებს რაღაცა უბედურებას და რევოლუციას, ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ვინმე უკრაინულ „ვიკილიქსზე“, ის რამეს ჩაიწერს თუ არ ჩაიწერს და გამოქვეყნებს თუ არ გამოაქვეყნებს. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ სათანადო შესაძლებლობები, კვალიფიკაცია, რომ ამ მასშტაბის მოვლენასთან თუ გვაქვს საქმე, ეს იყოს პირველ რიგში თავიდან აცილებული, ჩვენ ის კი არ გვაინტერესებს, რომ მოხდეს უბედურება და მერე ვინმე დაისაჯოს, არამედ ეს იყოს თავიდან აცილებული, ხოლო თუ სისხის სამართლებრივი საქმის გამოძიებაა, არავითარ შემთხვევაში არ ვიყოთ ჩამოკიდები, რომ კიდე ვინმე რამეს დადებს და რომ არ გამოქვეყნებულიყო ჩანაწერი, მაშინ თუ არ გვეცოდინებოდა, თუ ვინმე რამეს აპირებდა მსგავს, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. მე არ მგონია და პირიქით მგონია, რომ სამართალდამცველ ორგანოებს სხვა უფრო სისტემური და სანდო წყაროები აქვთ ამ ტიპის გამოძიების დროს გამოსაყენებელი და ვის კითხავენ, ვის არ კითხავენ, სად რა ოპერატიულ მოქმედებას ატარებენ, ეს მათი ძირითადი და გენერალური გეგმით მიდის და არ მგონია, რომ პროკურორები და გამომძიებლები სხედან და ელიან აბა კიდე როდის რა გამოქვეყნდება, რომ ახლა ის დავკითხოთ. მე პირველ რიგში ამას მივაქცევდი ყურადღბას, რომ არ უნდა შევქმნათ ისეთი შთაბეჭდილება საზოგადოებაში, რომ გამოქვეყნდა რაღაცა და ახლა დავიწყეთ გამოძიება, ან სანამ არ გამოქვეყნდება არაფერს არ ვაკეთებთ და ა.შ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული ვებ-გევრდი „wikileaks“ მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას სტამბოლის ათათურქის აეროპორტში გამართული შეხვედრის შესახებ წერდა, სადაც საუბარი სავარაუდოდ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას შეეხებოდა. აღნიშნულ გვერდზე გამოქვეყნდა ასევე რამდენიმე ჩანაწერი და სტენოგრამა, რომელშიც კვლავ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიგურირებდა. კიდევ ერთ უკრაინულ ვებ-გვერდზე კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გამოქვეყნდა, სადაც ის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს და ასევე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს ესაუბრება. საუბრის ძირითადი თემები რევოლუციური სცენარი და ტელეკომპანიის ცოცხალი ძალით დაცვაა.

banner
წინა სტატიაშიჩხარტიშვილის ადვოკატებმა დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე დაყენებული შუამდგომლობა გაითხოვეს
შემდეგი სტატია“არ შემიძლია არ გავიხსენო ის მძიმე სტატისტიკა, რომელიც შარშან საქართველოს ჰქონდა”