“თუ წელს საქართველომ გააგრძელა სიტუაცია როგორც არის, დედა შვილს არ აიყვანს ხელში”

მიუნხენში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზინდეტი საქართველოსთან მიმართებაში შეფასებებს აკეთებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საერთშორისო პოზიციების თვალსაზრისით ქვეყანა ახლა “თავისუფალ ვარდნაშია,” რასაც სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ოდესის გუნერნატორი ჰააგის სასამართლოს მიერ მიმდინარე გამოძიებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველომ საკუთარი პოზიციების დაცვა უნდა შეძლოს.

“ეს არის მრავალწლიანი პროცესი, სადაც ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სიმართლე, ძალიან მნიშვნელოვანია დეტალები, თავის დროზე ყევლაფერი ეს გაგზავნილი გვაქვს, შემდეგ რა მოხდა ბოლო წლებში ვერ ვიტყვი საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაგრამ დაახლოებით შეიძლება წარმოვიდგინო რა შეიძლებოდა მოხმდარიყო. მაგრამ აქ არის საჭირო საუბარი ისტორიულ სიმართლეზე, საქართველოს მომავალზე აქ არის საუბრაი ჩვენი სამართლებრივი პოზიციების გამაგრებაზე. აუცილებლად ჩამოიშლება რუსეთის იმპერია და აუცილებლად ჩამოშლება პუტინის რეჟიმი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. თუ წელს საქართველომ გააგრძელა სიტუაცია ის როგორც არის, ყველა მიმართულებით დედა შვილს არ აიყვანს ხელში. ახლა ჩვენ ვიმყოფებით საერთაშორისო პოზიციების თავლსაზრისით თავისუფალ ვარდნაში“ – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,აფხაზი და ოსი მართმადიდებლების რუსულ ეკლესიაში მიღების საკითხი დიალოგის შემდეგ გადაწყდება”
შემდეგი სტატიათურქეთის მთავრობა ანტალიის გადარჩენას მადონასა და ჯასტინ ბიბერში ხედავს