თუ საქმეს დასჭირდა 25 დირექტორსაც გავათავისუფლებთ-ჯეჯელავა

განათლების მინისტრი სამი დირექტორის გათავისუფლების საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ მოუწისრიგებელი პირობების გამო სხვა დირექტორებსაც გაათავისუფლებს

“ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვის ჯანმრთელობასთან ხუმრობა არ შეიძლება. თუ რომელი დირექტორები გათავისუფლდნენ, ამის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

თბილისის ორი სკოლის და სამტრედიის ერთი სკოლის დირექტორი საპირფარეშოში არსებული ანტისანიტარიისა და სხვა დარღვევების გამო გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაში“ციანიდის საქმის” პროკურორების მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გადადგა