“თუ რუსეთი ამ ბარიერს მოხსნის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას წინ არაფერი უდგას”

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

“ქართული ოცნების” წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა რუსეთთან საპარლამენტო თანამშრომლობის განახლებასა და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა გამორიცხულია იმ ბარიერის აღდგენამდე, რომელიც შეიქმნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად.

“თუ რუსეთი ამ ბარიერს მოხსნის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას წინ არაფერი უდგას. რაც შეეხება იმას, გვჭირდება თუ არა კონსულტაციები ოკუპანტ ქვეყანასთან, ჩვენ ეს გვჭირდება. მე ძალიან მომეწონა პრემიერის პოზიცია. ჩვენ გვჭირდება ეს ურთიერთობა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი ჰარმონიულად, ნაკლები წინააღმდეგობის ფონზე განვითარდეს”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხთა კომიტეტი მზადაა, რუსეთ-საქართველოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განახლების საკითხის ინიცირება მოახდინოს. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

 

banner
წინა სტატიაშიგოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარმა 30 სმ-ს მიაღწია
შემდეგი სტატიაპაატა ზაქარეიშვილი: თუ ხარ გუნდში, კეთილი ინებე და ითამაშე გუნდური თამაში