“თუ პრეზიდენტს კანონპროექტი დადგენილ ვადაზე ადრე სჭირდება, შეუძლია, თბილისში მობრძანდეს”

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, თუ “საკნონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონი პარლამენტში კენჭისყრაზე კვლავ დადგება, “რესპუბლიკური პარტია” მხარს არ დაუჭერს.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ “საკნონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს “რესპუბლიკურმა პარტიამ“ ხმა არ მისცა.

“პროექტი გადის ბოლო დამუშავების სტადიას პარლამენტში, როგორც კანონითაა გათვალისწინებული და იგი უახლოეს ხანებში, პრეზიდენტს გადაეგზავნება. შემდგომ მისი მომავალი და ბედი დამოკიდებულია იმ გადაწყვეტილებაზე, რასაც მიიღებს პრეზიდენტი, პარლამენტი. პარალელურ რეჟიმში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თხოვნით კანონპროექტი იგზავნება ვენეციის კომისიაში. კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, ყველა კანონი ეგზავნება პრეზიდენტს, ასე მოხდება ახლაც. რაც შეეხება იმას, პრეზიდენტმა ბრძანა, რომ მე ხომ არ ჩავიდე ქუთაისშიო, თუ დადგენილ ვადაზე ადრე ჭირდება მას რაიმე საკითხი პარლამენტიდან, შეუძლია თბილისში მობრძანდეს. “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს “რესპუბლიკურმა პარტიამ“ ხმა არ მივეცით. ეს ნიშნავს, რომ არსებული სახით, მხარს არ ვუჭერთ და ბუნებრივია, თუ ის დადგება პარლამენტში კენჭისყრაზე, მას მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ამ დრომდე არ მიუღია “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი.

 

banner
წინა სტატიაში“ყველაზე უარესი ვითარება მივიღეთ” – უსუფაშვილი საარჩევნო კოდექსზე
შემდეგი სტატია„გირჩის“ წარმომადგენელთა პროტესტი პარლამენტში (+ფოტო)