“თუ პოლიტიკურ ძალას 2-3%-იანი მხარდამჭერთა რაოდენობა არ ჰყავს, არ შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე”

მმართველ კოალიციას შესაძლოა, 2 სუბიექტი დაემატოს

თუ პოლიტიკურ ძალას არ ჰყავს 2-3%-იანი მხარდამჭერთა რაოდენობა, ბუნებრივია, მას არ შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე, – ამის შესახებ ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში საკმაოდ ხელსაყრელი და ნაყოფიერი ნიადაგია შექმნილი პარტიების განვითარებისათვის.

„კვალიფიციურობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ 2%-ზე უფრო დაბლა ამ ბარიერის დაწევა უბრალოდ არაკვალიფიციურს გახდის ქართულ პოლიტიკურ სივრცეს და დადებითად არ იმოქმედებს პოლიტიკურ კულტურაზე. ვფიქრობ, საქართველოში პარტიების განვითარებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი და ნაყოფიერი ნიადაგია შექმნილი. ნამდვილად არ მიმაჩნია საჭიროდ და არა მგონია ხალხისთვის მისაღები იყოს დღეს ისეთ თემებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების გამართვა, რაზეც ხელისუფლება ისედაც მიდის ოპოზიციასთან დიალოგზე. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა და ბევრია დათმობა. რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის აბსოლუტურად ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება დიალოგის პროცესში წარმოუდგენელია, რადგან პროცესის სუბიექტებს ურთიერთგანსხვავებული პოზიციები აქვს ბევრ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

banner
წინა სტატიაშიბოლო გასამართლებული ზვიადისტის გამართლებელი განაჩენი
შემდეგი სტატიაგარუსებული ქართველი გენერლის საიდუმლო ვიზიტი ქვემო ქართლში