თუ ობამა მენინგს შეიწყალებს,ასანჟი მზადა სასამართლოს წინაშე წარსდგეს

5თუკი აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა WikiLeaks-ის ინფორმატორს ჩელსი მენინგს შეიწყალებს, ამ ინტერნეტ-საიტის შემქმნელი ჯულიან ასანჟი მზადა ციხეში ჩაჯდეს“ – ნათქვამია WikiLeaks-ის “ტვიტერის” გვერდზე. ასანჟის ადვოკატმა ბარი პოლაკმა “სიენენს” განუცხადა, რომ წინადადების აუცილებელი პირობაა მენინგის განთავისუფლება, რომელმაც 2013 წელს აშშ-ს სპეცსამსახურებს 74 ათასი დოკუმენტი და ვიდეო მოჰპარა და WikiLeaks-ს გადასცა გამოსაქვეყნებლად. ითვლება, რომ ეს აშშ-ს ისტორიაში ყველაზე დიდი ინფორმაციული გაჟონვა იყო. აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ თავის მხრივ განაცხადა, რომ არაფერი იცის ასანჟის ან მისი წარმომადგენლების წინადადებაზე.
ჟულიან ასანჟი ავსტრალიელი ჟურნალისტია, რომელმაც 2006 წელს ორგანიზაცია WikiLeaks-ი დააარსა. საიტზე საიდუმლო მასალები ქვეყნდება. ის 2012 წლიდან ლონდონში ეკვადორის საელჩოში იმალება, რომ შვედეთში არ მოხდეს მისი ექსტრადაცია, სადაც მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანის კინოთეატრებში ,,ალი და ნინო,, გამოვა
შემდეგი სტატიაწალენჯიხელი ჩინოვნიკების პროვინციული სნობიზმი