“თუ “ნაციონალები” პროვოკაციის მოწყობას გაბედავენ, რაც არ მომხდარა, შესაძლოა, ის მიიღონ”

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ თუ წინასაარჩევნოდ, “ნაციონალური მოძრაობა” რაიმე სახის პროვოკაციებს მოაწყობს, მას პასუხს საზოგადოება გასცემს.

კახეთში, რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, საზოგადოებაზე მენტალურად იძალადოს.

“ის ხმები, რაც მოდის, რომ “ნაციონალები” ისევ რევოლუციის მოხდენას ფიქრობენ (მე მათ აქვე ვაწყნარებ, რომ ამის რესურსი არ აქვთ), მათვე მივანიშნებ და მოსახლეობასაც შევახსენებ – თუ ისინი მართლა გაბედავენ და რაიმე სერიოზულ პროვოკაციას მოაწყობენ, რაც არ მომხდარა, შეიძლება, ის მიიღონ. შესაძლოა, მოსახლეობას ჩვენ წინ ვეღარ დავუდგეთ და მთლიანად, ამ პარტიაზე საუბარი მოგვიწიოს, რაც ძალიან ცუდი და მძიმე იქნება.

დღეს კრიმინალები გვასწავლიან წესრიგს და მორალს გვიკითხავენ, ეს რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, საზოგადოებისთვის. ისინი დღეს ცდილობენ, საზოგადოებაზე მენტალურად იძალადონ. არ არის ჩვენი საზოგადოება გამოთაყვანებული, რასაც ისინი ცდილობდნენ და ახერხებდნენ 9 წლის განმავლობაში”,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: არ მინდა, ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიაზე რამე ვთქვა, მაგრამ ისინი კრიმინალური პარტიის წევრები არიან
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: „ლეიბორისტული პარტია“ უარესია „ნაციონალურ მოძრაობაზე“