თუ მთავრობა პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს კვლავ არ მოიწონებს, პრეზიდენტს შეზღუდვები უწესდება

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევსთუ მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს კვლავ არ მოიწონებს, საქართველოს პრეზიდენტს აღარ შეუძლია, პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში გადასცეს.

შესაბამის პროცედურად – „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს.

კანონის მიხედვით, თუ მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს არ მოიწონებს, რომელიც პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის გადაეცა, მთავრობა მოტივირებულ შენიშვნებს ამზადებს, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად გადასცემს.

პროცედურის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, მომდევნო 10 დღის ვადაში, მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის.

„თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, საქართველოს პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში“, – აღნიშნულია კანონში.

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღად 8 ივლისი შესთავაზა, ხოლო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ თარიღს მაისისთვის გადმოწევს.

banner
წინა სტატიაში“ეს შენ გეხება” – საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიახელისუფლება განაგრძობდა ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნას