თუ მე ან მერიას რამე შეგვიძლია, მზად ვარ თანამშრომლობისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი უბედურებები, რაც თბილისში მოხდა

თუ მე ან თბილისის მერიას შეგვიძლია რაიმე წვლილი შევიტანოთ, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი უბედურებები, როგორიც თბილისში მოხდა რამდენიმე დღის წინ, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, ხომ არ აპირებს თბილისის მერია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რათა მოზარდებში ძალადობის შემცირება მოხდეს.

„მძიმე ფაქტი მოხდა. საუბარიც კი მიჭირს ამ თემაზე. შესაბამისი უწყებები, შსს და განათლების სამინისტრო ამუშავებს კონკრეტულ გეგმას თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ასეთი მძიმე ფაქტები თავიდან იქნას აცილებული. თუ მე ან თბილისის მერიას რამე შეგვიძლია, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ, მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორი მოსწავლე 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანიდან მეორე დღეს. სამართალდამცველებმა შემთხვევა მეორე დღესვე გახსნეს. პოლიციამ ერთი მოზარდი, რომელიც პირველი ექსპერიმენტულის მოსწავლეა, ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო მეორე მოზარდის დაკავების მიზნით შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება.

banner
წინა სტატიაშიმეუფე შიო მისი, როგორც პატრიარქის მოსაყდრის უფლება-მოვალეობებს განმარტავს
შემდეგი სტატიადღიურ საკვებად მხოლოდ ლარი და 18 თეთრი – “ენმ”-ის ინიციატივა უფასო სასადილოებთან დაკავშირებით