თუ ლუცენკოს ცოლს იცნობ, მის პალტოსაც უნდა იცნობდე

უკრაინული სოციალური ქსელის მომხმარებლები შოკში ჩააგდო გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს ცოლს – ირინა ლუცენკოს ქცევას ეხებოდა.

22 იანვარს უკრაინელი ჟურნალისტი დენის რაფალსკი შეესწრო ირინა ლუცენკოს არაეთიკურ საქციელს ,,უკრაინულ სახლში,, სადაც გენპროკურორის მეუღლე და სახალხო დეპუტატი – ირინა ლუცენკო, სადღესასწაულო ღონისძიებაზე იყო მიწვეული. კერძოდ: ირინა ლუცენკომ დარბაზში შესვლამდე გარდერობში საკუთარი პალტო ჩააბარა და როდესაც “მეგარდერობემ” მას ნომრიანი ტეგის (,,ბირკა,,) აღება სთხოვა, ირინა ლუცენკომ უპასუხა… ,,უმაგისოდაც უნდა მიცნობდეთ,, რაც იმას ნიშნავს, რომ “მეგარდერობეს” ის, როგორც ცნობილი ადამიანი სახით უნდა ეცნო და ამასთანავე, არც მისი პალტო უნდა შეშლოდა სხვებისაში. ირინა ლუცენკოს ეს საქციელი უკრაინულმა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში აღწერა, რამაც მომხარებლების აღშფოთება და უცენზურო კომენტარები გამოიწვია, წერს უკრაინული მედია.

აღსანიშნავია, რომ ირინა ლუცენკოსთვის მსგავსი გამონახტომები და საკუთარი პერსონის  მიმართ მედიდური დამოკიდებულება უცხო არაა. მან, საკუთარი მეუღლის გავლენით, პრეზიდენტ პოროშენკოს მეუღლის მსგავსად, 2017 წელს უკრაინული პრემია ,,მესამე ათასწლეულის ქალი,, მოიპოვა, რის შემდეგაც ამ ქალბატონს, უკრაინელმა ჟურნალისტებმა ,,მესამე ათასწლეულის ქალი,, მეტსახელად შეარქვეს.

banner
წინა სტატიაშიბაგა-ბაღების ირგვლივ სკანდალი არ ცხრება-არჩილ გამზარდია სკანდალურ პოსტს აქვეყნებს
შემდეგი სტატიათურქეთ-ქურთების საომარი შეტაკებიდან ბოლო მონაცემები