თუ ისინი დაამტკიცებენ, რომ მე ვარ აგენტი, ალბათ გადამცემენ პუტინს – მიხეილ სააკაშვილი

თუ ისინი დაამტკიცებენ, რომ მე ვარ აგენტი, ალბათ გადამცემენ პუტინს – ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, newsone-ს პირდაპირ ეთერში გააკეთა. უკრაინულ ტელე არხს „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი სასამართლო დარბაზიდან ჩაერთო.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ცდილობს ის გაამგზავროს მოსკოვში.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ კიევის ცენტრში გამართულ მარშზეც ისაუბრა და თქვა, რომ იქ იდგნენ ადამიანები, რომლებიც უკრაინის თავისუფლების დასაცავად ყოველგვარი ფულის გარეშე გამოვიდნენ ქუჩაში.

„ძალიან მიხარია, რომ აქ არის იულია ტიმოშენკო, არის რამდენიმე დეპუტატი, ასევე ჩემი მეგობრები და ძალიან ბევრი მომხრე, თუ ისინი დაამტკიცებენ, რომ მე ვარ აგენტი, ალბათ გადამცემენ პუტინს და პუტინი სანაცვლოდ გადმოსცემს ყველა აგენტს უკრაინულ მხარეს. ალბათ სპეციალურ თვითმფრინავს გამოყოფენ, რომ გამამგზავრონ მოსკოვში. სიტუაცია ძალიან კონკრეტულია, გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ ხალხს შეუძლია გამოვიდეს გარეთ, ხალხი გუშინ გამოვიდა ყოველგვარი ფულის გარეშე, ეს არის ის ხალხი, რომელმაც ძალით გამოსტაცა ჩემი თავი პოლიციას,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ძალიან მინდა, ოპოზიცია ბოღმით არ დაიხრჩოს და არ მოკვდეს
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინმა რუს სამხედროებს სირიიდან კეთილი მგზავრობა უსურვა