თუ იცნობთ ადამიანს, რომელსაც შია, უამბეთ ამ ინიციატივის შესახებ

უკვე ორი კვირაა, რაც თბილისის ქუჩებში, ერთსა და იმავე დროს და ერთსა და იმავე ადგილას, მოქალაქეების რიგი შეიმჩნევა.

საინფორმაციო სააგენტო „თაიმერი“ დაინტერესდა ამ ფაქტით. ადგილზე მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ საქმე გვაქვს „ჩერნოვეცკის ფონდის“ საქველმოქმედო პროექტთან სახელწოდებით „სოციალური პატრული“.

სპეციალურად აღჭურვილი ავტომობილები დაატარებენ მზა კერძებს, ხოლო ფონდის თანამშრომლები ურიგებენ მათ სოციალურად დაუცველ ადამიანებს.

„ჩვენ ვეხმარებით ყველა შეჭირვებულ ადამიანს, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება“, – განუცხადა „თაიმერს“ „ჩერნოვეცკის ფონდის“ დირექტორმა ელენე პოლიშჩუკმა. მისი თქმით,  არაფერია იმაზე კეთილშობილური, ვიდრე გაჭირვებული და სასოწარკვეთილი ადამიანის დახმარება.

„სოციალური პატრულის“ მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია: ფლავი ხორცით, წიწიბურას ფაფა, ბოსტნეული, მაკარონი ხორცით, ყველი, პურის ბატონი… მზა სადილი სპეციალურ პაკეტებშია მოთავსებული, რომელიც ყველა მსურველ სოციალურად დაუცველ ადამიანს ურიგდება ყოველდღე.

„ჩვენ ყოველთვის გვახსოვს იმ კატეგორიის ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. სწორედ ამ მიზნით  შეიქმნა 5 წლის წინ „ჩერნოვეცკის ფონდი“ და ამ ხნის განმავლობაში არაერთი საქველმოქმედო პროექტი განვახორციელეთ. ახლა ხუთ მასშტაბურ საქველმოქმედო პროექტზე ვმუშაობთ და „სოციალური პატრული“ ერთ-ერთი მათგანია. აქვე დავძენ, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს შეუძლიათ მობრძანდნენ „ჩერნოვეცკის ფონდის“ „დღის ცენტრშიც“, სადაც მათ ცხელი სადილით გაუმასპინძლდებიან. თუ იცნობთ ადამიანს, რომელსაც შია, იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, უამბეთ ამ ინიციატივის შესახებ, მიიყვანეთ ის „სოციალურ პატრულთან“ ან „დღის ცენტრში“, – აღნიშნა ელენე პოლიშჩუკმა.

„სოციალური პატრულის“ მარშრუტები და სადილის დარიგების ზუსტი დრო იხილე ფონდის ვებ-გვერდზე

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/202-socpatrul/

 

გოჩა ხუნდაძე

 

 

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ბატონო თალაკვაძე-სააკაშვილო!!!
შემდეგი სტატიახაჯიმბა: აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი მალე გადაწყდება