(video)”მე თუ გავხდები პრეზიდენტი, თბილისთან დამაკავშირებელი გზა არ დაიკეტება”

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ანატოლი ბიბილოვმა, ახალგორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ “ყველას უნდა ქონდეს თავისუფლად გადაადგილების უფლება. არ დაუჯეროთ ინფორმაციებს, რომელსაც ჩემი სახელით ავრცელებენ. თუკი მე გავხდები პრეზიდენტი, გზა,რომელიც ჩვენ თბილისთან გვაკავშირებს, არ დაიკეტება. ქართველებთან კარგი ურთიერთობა კი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც ხელი მოეწერება ხელსეკრულებას მშვიდობის შესახებ” – ლენტა.გე ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ადგილობრივებს ხშირად ესაუბრება ქართულ ენაზე. შეგახსენებთ, რომ ახალგორი სეპარატისტების ხელში 2008 წლის შემდეგ გადავიდა.
თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.

 

https://youtu.be/YS3bj7hmyBo

 

https://youtu.be/KTDgURpFwIA

banner
წინა სტატიაშიორსანტიაში 4 საუკუნოვანი ცაცხვის ხეს თვალი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დაადგა
შემდეგი სტატიარუსი პოეტი ევგენი ევტუშენკო გარდაიცვალა