თუ გარკვეული ხანი გავიდა და არსით ხმა, არსით ძახილი, ამას სახელი დაერქმევა… სხვა ზომები იქნება – ნუკრი ქანთარია უმრავლესობის სხდომის გადადებაზე

ნუკრი ქანთარია, მის მიმართ არსებულ ბრალდებებს პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის გამართვის თარიღი ამ დრომდე უცნობია.

ირაკლი კობახიძეს შეკრების დრო და ადგილი ამ დრომდე არ დაუსახელებია.

გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული შეხვედრა შაბათს, თბილისში შედგეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ სხდომის დანიშვნა ხელოვნურად ჭიანურდებოდეს.

„გინდა რომ დამალო ჭირი და ის არ იმალება, ბუნებრივია ის იზრდება და გაცილებით უფრო მწვავე და დამაზიანებელი ხდება. თუ რაღაც გარკვეული ხანი გავიდა და არსით ხმა, არსით ძახილი, ბუნებრივია, რომ უკვე ამას სახელი დაერქმევა და ეს ეჭვი აღარ იქნება. მაშინ ვიტყვით, რომ გაურბიან ამ საქმეს და ბუნებრივია უკვე სხვა ზომები იქნება,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშიმეიდანზე მდებარე რესტორან „მაჭახელაში“ ცეცხლის ლიკვიდირება გვიან ღამით მოხერხდა
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია თბილისსა და კახეთში – ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 3 პირს ბრალს დღეს წაუყენებენ