“თუ დიეტაზე იქნები და მარტო 10-თეთრიან სალათის ფოთლებს ჭამ მთელი დღე, მაშინ გეყოფა 1,18 ლარი”

უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე თბილისის საკრებულოს წევრის, რიმა ბერძის განცხადებას 1,18 ლარიან მენიუსთან დაკავშირებით არ ეთანხმება. როგორც მაღრაძემ გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, 1,18 თეთრი საკმარისი მხოლოდ იმ შემთხვევაშია საკმარისი, თუ დიეტაზე იქნება ადამიანი.

„თუ დიეტაზე იქნები და მარტო 10-თეთრიან სალათის ფოთლებს ჭამ მთელი დღე, მაშინ გეყოფა 1,18 ლარი. თუ კარგი დიასახლისია, გეტყვი რამდენია საჭირო – ადამიანი გავა, იმ დღეს იყიდის ხორცს, როცა იაფია, იმ ხორცს ორად გაყოფს, სუპს გააკეთებს, მერე კიდევ შეურევს სხვა რაღაცებს, მაგალითად, კარტოფილს. ამისთვის სადღაც 20 ლარია საჭირო და შეიძლება კალორიებიც დაიცვა, სჯობს სტაფილო, კარტოფილი, კომბოსტო და ა.შ. ამას უნდა კარგი, ჭკვიანი დიასახლისი, რომელმაც იცის, როდის გავიდეს ბაზარში. ესაა მთელი ხელოვნება“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა
შემდეგი სტატიასუ-24-ის ჩამოვარდნის ვერსიებთან დაკავშირებით სწავლულები რუსული და თურქული ოფიციალური ვერსიების შეუძლებლობაზე საუბრობენ