თუ დავინახავთ, რომ კურსის მაჩვენებელი დიდი ხნით იქნება გადახრილი, რეაგირებას მოვახდენთ – მესტვირიშვილი

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 15, 2017 12:09

თუ დავინახავთ, რომ კურსის მაჩვენებელი დიდი ხნით იქნება გადახრილი, რეაგირებას მოვახდენთ – მესტვირიშვილი

ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და ამ ბაზრისთვის დამახასიათებელია ცვალებადობა.მისივე განმარტებით, როდესაც საუბრობს კურსზე, იგულისხმება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი არა ერთ ვალუტასთან დაკავშირებით, არამედ სხვადასხვა ვალუტების საშუალო შეწონილი.

„თუ ჩვენ დავინახავთ, რომ კურსის ეს მაჩვენებელი დიდი ხნით იქნება გადახრილი მისი ფუნდამენტური მდგომარეობიდან, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ინფლაციას და ჩვენ ამაზე მოვახდენთ რეაგირებას, მათ შორის, გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 15, 2017 12:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics