თუ დადასტურდა ფაქტი, რასაც ჟურნალისტი ყვება, დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება – მღებრიშვილი

საქართველოს შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, თუ დადასტურდა „იბერიის“ ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტი, დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.

ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

“როდესაც ადამიანი, რომელიც თავად უნდა იცავდეს წესრიგს და მოუწოდებდეს წესრიგისკენ სხვებს, არღვევს კანონს და არღვევს წესრიგს, მე მას არავითარ შემთხვევაში არ გადავეფარები. თუ საჭირო იქნება, ეს პოლიციელი ჩამოშორდება თავის სამსახურს, გათავისუფლდება, პასუხისგებაშიც მიეცემა. თუკი ეს დადასტურდება, ყველაზე მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული, ამის პირობას მე გაძლევთ. იმას, რასაც ახლა ეს ჟურნალისტი ამბობს, აბსოლუტურად არანაირ ჩარჩოში არ ჯდება”,- ამობს მღებრიშვილი.

ტელეწამყვანის თქმით, მას გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები შეესწრნენ. ჟურნალისტის მტკიცებით, ისინი მანქანის გაჩერების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღით დაემუქრნენ.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქმეზე მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო.

https://youtu.be/7HGOWf4OPy4

 

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი აფხაზურ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატია(Video) “იბერიის” განცხადება – ტელევიზია შს მინისტრს პირდაპირ ეთერში იბარებს