თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მსურველთა რეგისტრაცია 14 აპრილს დასრულდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მსურველთა რეგისტრაცია 14 აპრილს დასრულდება. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის კი, დარეგისტრირებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი – მერაბ ელიშვილი. ელიაშვილი ვლადიმერ პაპავას მოქმედი მოადგილეა.

რეგისტრაცია 14 აპრილს 18.00 საათზე დასრულდება.  რექტორის მოავალეობის შემსრულებლის არჩევნები კი, 20 აპრილს გაიმართება.

ამასთან, როგორც თსუ-ში განმარტეს,  სწორედ რექტორის მოვალეობის შესმრულების არჩევნების შემდეგ უნდა გაიმართოს აკადემიური საბჭოს არჩევნებიც. საბჭო 15 ივნისამდე უნდა აირჩეს. საბჭოს არჩევა კი კანონის შესაბამისად ახალი წესით მოხდება. კერძოდ, ფაკულტეტების გარდა, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებიც.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის არჩევნებისთვის რეგისტრაცია 5 აპრილს, მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქმედმა რექტორმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტსი განვითარებული მოვლენების გამო გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

banner
წინა სტატიაშიაქცია ტექნიკურ უნივერსიტეტთან – ლექტორების ნაწილი რექტორის გადადგომას ითხოვს
შემდეგი სტატიამარტინ შულცი: ევროკავშირი შეიძლება ჩამოიშალოს