თსუ-ში დღეს სტუდენტების ორი აქცია გაიმართება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან. 12.00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები და მათი მხარდამჭერები. ისინი მოითხოვენ უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს.

თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა წუხელ აკადემიური საბჭოს ოთახი დატოვეს. ამ დროისთვის მხოლოდ თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური შიმშილობს.

რაც შეეხება მეორე საპროტესტო აქციას, “აუდიტორია 115”-ის წევრები აპირებენ 13.00 საათზე, უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბონ. მათი თქმით, საპროტესტო აქცია თვითმმართველობისგან განსხვავებულ დროს და ადგილას დანიშნეს, რათა ნებისმიერი სახის დაპირისპირება თავიდან იქნას აცილებული.

“აუდიტორია 115”-ის წევრები მოითხოვენ, შეწყვიტონ თვითმმართველობის წევრებმა უნივერსიტეტის დაკავება, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდეს. კერძოდ, მოხდეს თვითმმართველობის სისტემის ცვლილება, ასევე ცვლილებები შევიდეს რექტორის, აკადემიური საბჭოსა და სენატის არჩევის პროცესში.

თსუ-ს მთელ ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელმაც გორში ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე მოკლა, თავი ჩამოიხრჩო
შემდეგი სტატიაჟურანლისტი ეკა მიშველაძე პროკურატურაში მივიდა