თსუ-ში აკადემიურ საბჭოს სხდომას იურისტები ჩაშლიან!

„თაიმერზე“ გამოქვეყნებულმა სტატიამ, „ვის დარჩება ჯავახიშვილის უნივერსიტეტი – შარვაშიძე VS დარჩია“ (სტატია იხ. ბმულზე http://www.timer.ge/vis-darcheba-javakhishvilis-universiteti-sharvashidze-vs-darchia/ ), დიდი გამოხმაურება და თამამად შეიძლება ვთქვათ, აჟიოტაჟიც კი, გამოიწვია. რედაქციაში შემოსული უამრავი ზარიდან, უმეტესობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „რეფორმის დედის“ ირინა დარჩიას (თსუ-სხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი) საეჭვო გადაწყვეტილებებს აპროტესტებს, რამდენიმემ (დარჩიას საახლობლო) დაასკვნა, რომ „თაიმერი“ „შეკვეთით შეეხო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების თემას და რომ დარჩია არის რეფორმატორი“.
ზოგადად, ასეა, როცა არასასურველი სასურველად უნდათ გაასაღონ და ეს სასურველი არასასურველ მომენტში გაჟღერდება, იქ ყოველთვის „შეკვეთაზე“ საუბრობენ, ამდენად, არ გაგვკვირვებია ეს „არაშეკვეთილი“ ზარი და არც ზარის ავტორის „მოსაზრება“.
სამწუხაროა, მავანთ ავიწყდებათ რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი არც „ხუბუების“, არც „შარვაშიძეების“ და არც „დარჩიების“ არაა, ამიტომ ახალ სახეს თსუ-ში, ვიღაცეების თავიდან მოშორება რომ მოუნდება და „რეფორმას მოიყვანენ მოწმედ“, ცოტა არ იყოს არაფილოსოფიური ნაბიჯია. ეს კი უნდა იცოდეს დარჩიამ, ბოლობოლო პლატონის „ფედონი“ (წარმოითქმის ფაიდონი) იყო მისი დისერტაციის თემა და მხოლოდ სათაური ხომ არ უნდა დაემახსოვრებინა?!
მოკლედ, ირინა დარჩიას აქვს ინიციატივა მისთვის არასასურველი თანამშრომლების „სეკვესტრით“ გავიდეს ფონს, ამიტომ შეიმუშავა, თამამად შეიძლება ითქვას ფარულად (დაახლოებით იმ მეთოდით, იატაკქვეშეთში „ისკრას“ ნომერს რომ აკაბადონებდნენ ლენინი და მისი „ფანები“), დებულება, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობას თავდაყირა აყენებს და რომელსაც ოთხი ფაკულტეტი ეწინააღმდეგება.
რამდენიმე საათში (16:00 საათზე), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, დარჩიას ახალი ინიციატივის განხილვას იწყებს. „თაიმერის“ ინფორმაციით იურისტთა ერთი ნაწილი აპირებს მივიდეს თსუ-ში და იმ შემთხვევაში თუ საბჭო დარჩიას ინიციატივის განხილვის დაწყებას გარისკავს, სხდომის ჩაშლით იმუქრება.

banner
წინა სტატიაშიქუთაისი- სვანეთის საავტომობილო გზაზე მიწა-კლდის შვავის ჩამოსვლის გამო მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიათბილისის მეტროპოლიტენს 23-ე სადგური შეემატა (ფოტოები)