თსუ-ს სტუდენტების აქციას ილიაუნის სტუდენტები შეუერთდნენ

თსუ-ს სტუდენტების აქციას ილიაუნის სტუდენტები შეუერთდნენ. ისინი ამბობენ, რომ მხარს უჭერენ განათლების სისტემის რეფორმის მოთხოვნას და ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის მისვლას და კითხვებზე პასუხს ითხოვენ. მათ 4-პუნქტიანი მოთხოვნები დღეს დილით გაავრცელეს.

სტუდენტების ნაწილი 2 საათზე უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში აქციას გამართავს. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტებს 10-მდე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან. ისინი 4 საათამდე გააგრძელებენ აქციას და პრემიერ-მინისტრის გამოხმაურებას დაელოდებიან. თუმცა აცხადებენ, რომ, თუ გიორგი კვირიკაშვილისგან გამოხმაურება არ იქნება, ისინი მე-6 კორპუსის წინ აქციას გააგრძელებენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიაშავი ზღვის სანაპიროზე დელფინების გამორიყვის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა