თსუ-ს სტუდენტები ვლადიმერ პაპავას პასუხობენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ვლადიმერ პაპავა უნივერსიტეტში უკანასკნელ კვირებში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებებს აპირებს. მან ჟურნალისტებთანს აუბრისას აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები სხვადასხვა უწყებების მიერ არის მართული.

აღნიშნულ განცხადებებს თსუ-ს სტუდენტები პასუხობენ. თვითმმართველობის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მათ მიერ დაწყებულ საპროტესტო ტალღაში, რომელიც შემდეგ შიმშილობით გაგრძელდა, გარკვეული სახელმწიფო უწყებები იყვნენ ჩართული. მათი თქმით, მცდელობები იყო, თუმცა მათ შეინარჩუნეს დეპოლიტიზირებულობა.

ასევე გამორიცხავენ აუდიტორია 115-ის წევრები სახელმწიფო უწყებების მხრიდან მათ მხარდაჭერას, თუმცა აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, ჩარევა და მხარდაჭერა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სწორედ ქონდა სტუდენტურ თვითმმართველობას.

სტუდენტები ლადო პაპავას პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ.

banner
წინა სტატიაშიპიცის დამტარებლად გადაცმულმა იტალიელმა პოლიციელმა მაფიის მეთაური დააკავა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: გვსურს, სხვებმა საქართველო დაინახონ როგორც შესაძლებლობა და არა საფრთხე