თსუ-ს სტუდენტები რექტორის გადადგომას მოითხოვენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება დაიძაბა. აღსანიშნავია, რომ რექტორის გადადგომას თსუ-ს თვითმმართველობის წევრები მოითხოვენ. ამ დროისათვის თსუ-ში დაძაბული ვითარებაა.

გიორგი გაფრინდაშვილმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

„მე ვხსნი კანდიდატურას უნივერსიტეტის სასარგებლოდ. ჩემთვის უნივერისტეტში ყოფნისა და ამ თანამდებობის დაკავების ძირითადი მიზანი იყო ის, რომ უნივერსიტეტი ყოფილიყო უფრო წარმატებული. მე მორალური პასუხისმგებლობა არ მაქვს, რომ არ მოვხსნა კანდიდატურა. ვხსნი კანდიდატურას, მაგრამ პასუხისმგებლობას ვაკისრებ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას“, – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.

რაც შეეხება პაპავას პოზიციას, მან განაცხადა რომ იგი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

სტუდენტები პროტესტის შექყვეტას არ აპირებენ. ისინი უნივერსიტეტში „ოდეერის“ ინსტიტუტის არსებობის ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაში„არ უნდა დავივიწყოთ, რომ არსებობდა სისტემა, რომელმაც დანერგა ტერორის და ზეწოლის ეს ფორმა“
შემდეგი სტატიაამაღამ და ხვალ შავი ზღვის სანაპიროზე 3-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი