თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მაღალი აქტივობა ფიქსირდება

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს, – ამის შესახებ საარჩევნო კომისიის მდივანმა დემეტრე ეგნატაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა .
მისი თქმით, ამ დროისთვის ხმა უკვე მიცემული აქვს ნახევარზე მეტ ამომრჩეველს, 653-ს. მისივე თქმით, აქტივობა ძალიან მაღალია.
„ამ დროისთვის 653 ამომრჩეველი დაფიქსირდა. ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს ხმა უკვე მიცემული აქვს. ამ მხრივ აქტივობა ძალიან მაღალია და არჩევნების ლეგიტიმაცია არის შთამბეჭდავი. არავითარი შეფერხება არ არის, უბანზე ვითარება ნორმალურია და არჩევნების პროცესი ყოველგვარი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს“, – განაცხადა ეგნატაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკობა კობალაძე ვახტანგ ყოლბაიას შეხვდა
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური ”ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებულებს შეხვდა