თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დასრულდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დასრულდა. არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
კენჭისყრის პროცედურა 10:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდა. შედეგები დღესვე, კენჭისყრის პროცედურის დასრულებიდან დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.
საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ოთხი კანდიდატურა: ცირა ბარამიძე (თსუ-ს პროფესორი), ლევან გორდეზიანი (თსუ -ს პროფესორი), დარეჯან თვალთვაძე (თსუ-ს პროფესორი, რექტორის მოადგილე) და გიორგი ანდრიაძე (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).
რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. არჩევნებს 16 ინდივიდიაულური პირი და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობაზე მუშაობას დაიწყებს შედეგების გამოცხადებისთანავე და ჩაანაცვლებს ამჟამინდელ მოვალეობის შემსრულებელ ვლადიმერ პაპავას.
არჩევნებში სულ 1 311 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ხელისუფლება არ აპირებს საარჩევნო კოდექსის ცვლილებას
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტის კომიტეტი დადებითად შეაფასებს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროგრესს