თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი აცხადებს, რომ სხდომაზე ლადო პაპავას გადადგომის საკითხი არ განიხილება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი მაია კოპალეიშვილი აცხადებს, რომ საბჭოს სხდომაზე მიმდინარე საკითხებს განიხილავენ.

როგორც კოპალეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთის სხდომაზე რექტორ ლადო პაპავას გადადგომის საკითხი არ განიხილება.

„სხდომა გრძელდება. პაპავას გადადგომის საკითხი არ განიხილება. მხოლოდ მიმდინარე საკითხებზე ვმსჯელობთ“,-აღნიშნა კომპალეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აკადემიური საბჭოს ზოგიერთი წევრის ინფორმაციით, ლადო პაპავა თანამდმებობას ტოვებს.

banner
წინა სტატიაში(video) თაკო ჩარკვიანი: ხელისუფლება ვერ მართავს ქვეყანას
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტრომ დასავლეთ საქართველოში 21 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეები დააფინანსა