“თქვენმა პროკურატურამ გვამი პროკურორები გააცოცხლა”- ხმაური კომიტეტის სხდომაზე

პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც ირაკლი შოთაძეს უსმენდნენ ინციდენტი მოხდა. სხდომაზე „ქუთაისი თუდეის“ რედაქტორი ბუბა ჩივაძე შევიდა და მოითხოვა, რომ მისი ოჯახის ბიზნესთან დაკავშირებით პროკურატურამ სწრაფი გამოძიება აწარმოოს.
ჩივაძის ინფორმაციით, მის ოჯახს ბიზნესები ჩამოართვეს და ამ საქმის გამოძიება ჭიანურდება.

„ჩემს ოჯახს წაართვეს ათეულობით ათასი დოლარის ღირებულების ქონება, დღეს ჩემი ოჯახი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. თქვენმა პროკურატურამ გვამი პროკურორები გააცოცხლა. თქვენ გააცოცხლეთ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი ჯალაღანია. თქვენი პროკურორები არიან მევახშეები. უამრავი განცხადება მაქვს პროკურატურის მისამართით გამოგზავნილი, მაგრამ პასუხი არ მიმიღია“, – განაცხადა ბუბა ჩივაძემ.

მთავარი პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს „თავისუფალი დემოკრატების“ სხდომაზე უსმენენ. მანამდე შოთაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე სენაკში კახაბერ რუსია გახდა
შემდეგი სტატია“წინასწარი ინფორმაცია გვაძლევს საფუძველს, ვიზალიბერალიზაციის ტექნიკური ანგარიშის გამოქვეყნებაზე დადებითი მოლოდინი გვქონდეს: