“თქვენი შვილი დაკარგულად ითვლებაო” -თავდაცვის მინისტრი გონიოში დაკარგული იაგო შარაძის დედას ტელეფონით ესაუბრა

თავდაცვის მინისტრსა და ზღვაში დაკარგული ერთ-ერთი სამხედროს, იაგო შარაძის დედას, ელენე მაკრიდისს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ელენა მაკრიდისმა მინისტრს სთხოვა, არ შეეწყვიტა სამძებრო ღონისძიებები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თვითმკვლელობით დაასრულებდა სიცოცხლეს.

“მინისტრმა მითხრა, რომ თურქულმა გემმა შეწყვიტა სამძებრო ღონისძიებები. ყველა ღონე იხმარეს, მაგრამ ვერ იპოვეს ცხედრები და თქვენი შვილი დაკარგულად ითვლებაო. არ მინდა შეგპირდეთ რამეს და იმედები გაგიცრუოთო. მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ ძებნის შეწყვეტის, უნდა გაგრძელდეს სამძებრო ღონისძიებები, სხვა ქვეყნის გემები ჩამოიყვანონ ამ ჩემი შვილის ცხედრის გარეშე ნაპირიდან ცოცხალი არ წავალ”, – აღნიშნა ელენე მაკრიდისმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა და არტურ რასიზადემ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიაბომბის არსებობის საფრთხის გამო ფრანკფურტის აეროპორტიდან მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა