,,თქვენი ლოცვა შეისმინოს უფალმა და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრისგან”

თქვენი ლოცვა შეისმინოს უფალმა და დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრისგან, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს, რომლებიც სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებიან. პატრიარქმა მრევლს ღვთისმშობლის მიძინების დღე მიულოცა და იქადაგა.

„კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენთან ერთად დღეს ლოცულობდა მთავრობის თავმჯდომარე, ბატონი პრემიერ-მინისტრი და მთელი მთავრობა. თქვენი ლოცვა შეისმინოს უფალმა და დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტერისგან. დალოცვილი იყავით“, – ბრძანა პატრიარქმა.

ამასთან უწმინდესმა რამდენიმე სასულიერო პირი სხვადასხვა ხარისხით დააჯილდვოვა. კერძოდ იღუმენი დავითი (კემულარია) დაჯილდოვებულია არქიმანდრიტის ხარისხით; მღვდელი იოანე დაჯილდვოვებულია ოქროს ჯვრით და დეკანოზის ხარისხით; მღვდელი გიორგი (ჩანტლაძე) დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრით და დეკანოზის ხარისხით.

banner
წინა სტატიაშიექიმების განცხადებით, 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა, უკიდურესად მძიმეა
შემდეგი სტატიასაგანგებო სიტუაციების სააგენტოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სოფელ დაბას მიმდებარედ ხანძრის ახალი კერა გაჩნდა