„თქვენ მაგიდაზე შემდგარი სვამდით სააკაშვილის სადღეგრძელოს“(ვიდეო)

„თქვენ მაგიდაზე შემდგარი სვამდით სააკაშვილის სადღეგრძელოს“

ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში, გადაცემა “პრიორიტეტში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა გიორგი გუგავამ იკამათეს.

როგორც ნიშნიანიძემ განაცხადა, ის რომელიმე პარტიის წევრი არასდროს ყოფილა. გუგავამ კი აღნიშნა, რომ ომარ ნიშნიანიძე ქუთაისში, „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა.

„თქვენ იყავით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ქუთაისში და მაგიდაზე შემდგარი სვამდით სააკაშვილის სადღეგრძელოს“, – მიმართა გუგავამ ნიშნიანიძეს.

თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კი განაცხადა, რომ გუგავა სიცრუეს ამბობს და ის არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა.

„არასდროს არც ერთი პარტიის წევრი მე არ ვყოფილვარ. ზვიად გამსახურდიას დროს, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, მაშინაც კი არ ვყოფილვარ არც ერთი პარტიის წევრი“, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

https://youtu.be/bqNex57_nHI

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ლავროვმა უნდა განმარტოს, თუ რაზე უნდა ვისაუბროთ ამ შეხვედრაზე
შემდეგი სტატიაცხინვალში შვილმა დედის მკვლელი სასამართლოში გადაყვანისას ჩაცხრილა