თქვენ ცხოვრობთ საინტერესო დროს, თქვენს თვალწინ ხდება ახალი საზოგადოების ფორმირება

თქვენ ცხოვრობთ საინტერესო დროს, თქვენს თვალწინ ხდება ახალი საზოგადოების ფორმირება

kaladzeeeeeთქვენ ცხოვრობთ საინტერესო დროს, თქვენს თვალწინ ხდება ახალი საზოგადოების ფორმირება, ახალი საქართველოს შენება. თქვენ ხართ წამყვანი ძალა, ახალი ენერგია მომავლისკენ სავალ გზაზე, – ასე მიმართა ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობის მონაწილეებს.

როგორც კახი კალაძემ აღნიშნა, ქვეყნის განვითარება და პროგრესი დამოკიდებულია განათლებულ, მოაზროვნე, მოტივირებული ახალგაზრდებზე.

„არ შემიძლია განსაკუთრებულად არ ავღნიშნო თქვენი კონსოლიდაცია, მთელი საქართველოს ახალგაზრდობასთან ერთობა, შარშან თბილისში მომხდარი უბედურების დროს, სტიქიის შედეგებმა ერთ მუშტად შეკრა ახალგაზრდობა და ეს იყო იმ ტრაგედიის დროს ნათელი იმედის სხივი. პირველად გაჩნდა ჩვენში, საზოგადოებაში ამდენი წლის მანძილზე იმისი მკვეთრი შეგრძნება, რომ ახალი საქართველო-თქვენი თაობის ხელში გონიერი და სიკეთით, კეთილშობილებით მოცული იქნება. ჩვენ, უფროსი თაობა, მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისკენ, რომ ყველა პირობა შეგიქმნათ ქვეყანაში სრულფასოვანი განათლების, მუშაობისა და დასვენებისთვის, ჩვენ ვალდებულება გვაქვს თქვენს წინაშე, რომ ხელი შეგიწყოთ აისრულოთ დასახული მიზნები, მოახდინოთ თვითრეალიზაცია პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაში და თქვენი დაუშრეტელი ენერგია მიმართოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ და რეალობად აქციოთ თქვენი ოცნებები“, – მიმართა კალაძემ ახალგაზრდებს.

მისივე თქმით, ორივე დამოუკიდებლობის ხანმოკლე მანძილზე ახალგაზრდა თაობა არ იყო სრულად ბედნიერი, არ მიეცა რეალიზების საშუალება.

„ჩვენ დავკარგეთ საუკეთესო ბიჭები და გოგოები ოკუპაციის, სამოქალაქო დაპირისპირების , საძმოების და სხვადასხვა დაჯგუფებების გარჩევების დროს…. იარაღმა , ნარკოტიკმა და უკისურესად დუხჭირმა სოციალურმა ფონმა ქვეყნის მომავალს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. დიდი დრო დასჭირდება ჩვენს მეხსიერებაში , ჩვენს მენტალიტეტში ამ იარების მოშუშებას, მაგრამ ეს მწარე გამოცდილება და მწარე წარსული კიდევ ერთი საფუძველია მაქსიმალურად გაგიფრთხილდეთ და ხელი შეგიწყოთ თქვენ, საქართველოს შვილებს ევროპული, თანამედროვე და რაც მთავარია მშვიდობიანი ქვეყნის მომავალს“,-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობა უკვე თავისი ისტორიის მფლობელია.

„ჩვენმა ახალგაზრდებმა ღირსეულად გამოიარეს რამდენიმე არჩევნები და მოტივაციის, პარტიული დისციპლინის კარგი მაგალითი უჩვენეს საზოგადოებას, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, აქტივისტებს და თქვენ დღეს შეიკრიბეთ, რადგან ყველას ერთად წინ გველის კიდევ ერთი არჩევნები – კიდევ ერთი ბრძოლა დემოკრატიისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ბრძოლაშიც ისევე ღირსეულად გავიმარჯვებთ, როგორც 2012 წელს თქვენ, ჩვენი პარტიის ახალგაზრდები ხართ ის ძალა, ის საიმედო რესურსი, რაც მომავალში იქნება პოლიტიკური სპექტრის ფორმირების ერთერთი ქვაკუთხედი. თქვენ ხართ მომავალი არა მარტო ამ ქვეყნის, არამედ იმ პოლიტიკური თანამედროვე სტილის, რაც ჩვენი საერთო მონდომებით ამ ქვეყანაში გახდება სტანდარტი და ჩაანაცვლებს გამარგინალებულ, ან წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკურ სეგმენტს“, – განაცხადა კახი კალაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ თანამედროვე, განათლებული, ევროპულად მოაზროვნე და მაღალი ზნეობრივი კრიტერიუმების მქონე საქართველოს პატრიოტები.

„ამ გზას გაკვალავთ თქვენ, მმართველი გუნდის, მთავარი პოლიტიკური ძალის „ქართული ოცნების“ ახალგაზრდები. თქვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გაკისრია თანატოლებისა და უფროსი თაობის წინაშე. თქვენ ხართ პოლიტიკური ცხოვრების ავანგარდში და თქვენ კარნახობთ ქცევის, ბრძოლის და ჯანსაღი ოპონირების სტილს ყველას კონკურენტებსაც, თანამოაზრეებსაც და ამომრჩეველსაც. ჩვენ ყველა ერთად, მამები, შვილები, შვილიშვილები ავაშენებთ ისეთ სასურველ საქართველოს, რომელზეც ოცნებობდა ყველა ის ცნობილი თუ უსახელო გმირი, ვინც შეეწირა ქვეყანას, ვინც თავისი სიცოცხლე სამშობლოს განვითარების და დიდების სამსხვერპლოზე მიიტანა. თქვენს ხელშია ახალი რეალობის შექმნა, თქვენს ხელშია თქვენივე მომავალი. ჩაერთეთ ქვეყნის მშენებლობაში, იყავით აქტიურები, იზრუნეთ პროგრესზე. პროგრესი თქვნი არჩევანია. იყავით თავისუფლების დამცველები და აღრასდროს დაუშვათ ახალ საქართველოში კრიმინალური რეჟიმების ფორმირება, განუკითხაობა და ძალადობა’, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

კახი კალაძის განცხადებით, ახალი ქვეყნის შენებას სუფთა, ახალი ენერგია სჭირდება და ეს რესურსი ახალგაზრდებშია.

„ახალი ენერგიით, უკეთესი საქართველოსთვის, უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი რეფორმებისთვის, უკეთესი ხვალინდელი დღისთვის და რადგან პროგრესი თქვნი არჩევანია – წარმატებებს გისურვებთ წინსვლაში, წარმატებებს გისურვებთ ჩვენი საერთო მიზნების განხორციელებაში“, – მიმართა კახი კალაძემ ახალგაზრდება.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი ჩაკვეტაძე აირჩიეს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი:მერაბ ბლადაძემ „პატრიოტთა ალიანსთან“ ურთიერთობა გაწყვიტა და „ობიექტივიც“ დატოვა