თქვენ ჩარჩენილი ხართ წარსულში – წულუკიანი ბოკერიას

თქვენთვის ეს წარმოუდგენელია, რომ იუსტიციის მინისტრი არ ერეოდეს პროკურატურის საქმიანობაში, ამიტომაც ხართ ჩარჩენილი წარსულში- ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში, საკომიტეტო განხილვაზე ოპოზიციას, რომელიც წულუკიანისგან აჰმედ ჩატაევის ციხიდან გათავისფლების საკითხით დაინტერესდა:
“იმ დროს როდესაც პროკურატურამ სასამართლო დარბაზში დააყენა ეს შუამდგომლობა, ჯერ იყო გირაო თუ არ მეშლება და შემდეგ უკვე ბრალის შესახებ შუამდგომლობა, პროკურატურამ და სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. მაშინ, თქვენ გაფრთხილებების მიუხედავად ვახსენებ, რომ ბატონი კბილაშვილი იყო მთავარი პროკურორი. თქვენთვის ეს წარმოუდგენელია, რომ იუსტიციის მინისტრი არ ერეოდეს პროკურატურის საქმიანობაში, ამიტომაც ხართ ჩარჩენილი წარსულში. დიახ, ჩვენ გვქონდა გენ პროკურორს და მთავარ პროკურორს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ სასამართლო დარბაზში გამოდიოდა პროკურორი, რომელმაც მთავარი პროკურორის პოზიცია გააჟღერა… მე მესმის, რომ თქვენ ძალიან გწყინთ, რომ იუსტიციის მინისტრი იყო ჩატაევის ციხიდან გამოსვლის წინააღმდეგი იმიტომ, რომ ეს თქვენთვის პოლიტიკურად წამგებიანია. გაიგეთ ის, რასაც ვამბობ, თუ არ გაიგებთ მაშინ დარჩებით იმ წარსულში, რომელზეც იდექით” განუცხადა იუსტიციის მინისტრმა ოპოზიციას

banner
წინა სტატიაშიმსახიობ დავით როსტომაშვილის შვილი და მისი მეგობარი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ
შემდეგი სტატია,,ვიზიარებ თქვენს პოლიტიკურ მწუხარებას…ვანო არ უნდა გამოვიდეს ციხიდან“-წულუკიანი