“თქვენ არ იყავით, ნულპროცენტიანი რესპუბლიკური პარტია რომ ხელისუფლებაშიც მოიყვანეთ და თავზეც დაგვასვით” – ინაშვილი უმრავლესობას

ზუგდიდში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ბლოკური სისტემის გაუქმებაზე ისაუბრა და მმართველ პარტიას შესახსენა, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაც“ ბლოკური სისტემით მოვიდა.

„ვენეციის კომისიას კი არ უნდა დაველოდოთ, როგორც პოლიტბიუროს გადაწყვეტილებას, არამედ ამ საკითხებს ჩვენ თვითონ, ქვეყნის შიგნით და პოლიტიკურ სპექტრში უნდა ვწყვეტდეთ.

როცა თქვენ გვეუბნებით, რომ ბლოკების შექმნა ნეგატიური მოვლენაა, მგონი, „ქართული ოცნებაც“ ხელისუფლებაში ბლოკური სისტემით მოვიდა. გუშინ, არჩილ თალაკვაძემ პარტიები გაიხსენა, რომლებიც კოლოსალურ დაფინანსებას იღებდნენ. თქვენ არ იყავით, რომელმაც ნულ პროცენტიანი თუ მინუს ერთპროცენტიანი „რესპუბლიკური პარტია“ ხელისუფლებაშიც მოიყვანეთ და თავზეც დაგვასვით? ეს სათქვენო მაგალითი იყო და ამ პრაქტიკაზე უარს ამბობთ. ეს ერთპროცენტიანი პარტია დაფინანსებითაც უზრუნველყავით და პრობლემაც არ შეუქმენით, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო. ჩვენ „რესპუბლიკური პარტიისგან“ განსხვავებით, სახელისუფლებო პარტია არ გვაქვს, რომელსაც ის ჩაება. არც მინდა, რომ მყავდეს, რადგან ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ“ – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: სხვა საკითხია იმ მღვდლის მიერ, რომელმაც თბილისში რომის პაპს უგალობა, ლუჟკოვისთვის სპეცგალობის მიძღვნა
შემდეგი სტატია“ახლა მისი დაკავება არ იქნებოდა სწორი”- რომელ კანონს ემორჩილება რუსეთი, რომ ლუჟკოვმა ჩვენი კანონი დაიცვას