თოვლი, ქარბუქი და შტორმი- საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

13 დეკემბრის დღის ბოლოდან 15 დეკემბრამდე, საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, უმეტესად თოვლის სახით, ნალექია მოსალოდნელი.

უახლოესი ორი დღის განმავლობაში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში კი, ქარბუქია მოსალოდნელი.

სააგენტოს ინფორმაციით, ზვავსაშიშ რეგიონებში ნავარაუდევია თოვლის ზვავები, ზღვაზე კი, 4–6 ბალიანი შტორმი.

„საავტომობილო გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული, დასალეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონის მომატება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“ცენტრ პოინტის” საქმე – ირაკლი მინდელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატია,,ფული არ ამიღია”- ირაკლი მინდელი