თორნიკე კაჭარავას აღკვეთ ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობრის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო.

სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვდა, თავად დაცვის მხარემ კი ალტერნატივად სასამართლოს გირაო სთავაზობდა. პროცესზე ბრალდებულმა დაკავების დროს სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ისაუბრა.

წინასასამართლო სხდომა 26 ივნისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ანა მარგველაშვილის მეგობარი,თორნიკე კაჭარავა 2 დღის წინ 260 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებით დააკავეს,რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ კაჭარავას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და რომ საქმეში ბევრი ბუნდოვანი დეტალი იკვეთება.

banner
წინა სტატიაშითამბაქოს კონტროლის კანონპროექტი დამტკიცდა – რეგულაციები 2018 წლიდან ამოქმედდება
შემდეგი სტატიათორდიასთან არ ყოფილა ინციდენტი, ეს იყო წამიერი შეხვედრა – ფარცხალაძის დაკითხვა დასრულდა