თორნიკე აბულაძე – „ვარკეთილში“ მომხდარს დადებითადაც უნდა შევხედოთ”

ყველა დაზარალებულს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ მოდით, მომხდარს სხვა, დადებითი კუთხით შევხედოთ, – განაცხადა „კომპანია არსისა და მენაშენეთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე აბულაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მომხდარს დადებითადაც უნდა შევხედოთ, რადგან ეს შემთხვევა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ შემდგომში უფრო დიდი მსხვერპლი ავიცილოთ და ამ ყველაფრის მკაცრი ინსპექტირება მოვახდინოთ. ეს პირველი და მეორე, ის, რაც მოხდა, პროცესში ჩართული ყველა პირისთვის ძალიან მძიმეა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გამოძიებას დაველოდოთ“, – განაცხადა აბულაძემ.

მისი თქმით, ხელის გაშვერა არავიზე არ შეიძლება, რადგან იქ ბევრი სხვადასხვა საკითხი შეიძლება იყოს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს თუ არა საქართველოში სტანდარტი, რაც მშენებლობისა და შემდგომი ექსპლუატაციის პროცესში სავალდებულოა, თორნიკე აბულაძემ თქვა, რომ დღეს არსებული ნორმები საბჭოთა სისტემაშია ჩარჩენილი და არ მოქმედებს.

„დიდი კომპანიები ამას შიგა რეგულაციებით ასე თუ ისე ითვალისწინებენ. თუმცა, კანონმდებლობის დონეზე ეს ყველაფერი გაწერილი არ არის“, – განაცხადა აბულაძემ.

როგორც „კომპანია არსისა და მენაშენეთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, დღეს გარკვეული სტანდარტების მიღების პროცესში ვართ და მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან
შემდეგი სტატიაორი მოზარდის დაჭრის საქმეზე პოლიციამ დაჭრილების მეგობარი დაკითხა