სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ.მესაზღვრეების მიერ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლის თორნიკე აბლოთიას გატაცების ფაქტს არ ადასტურებს. როგორც “თაიმერს” სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს თორნიკე აბლოთიას გატაცების ან დაკავების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, არც უკვე მოგვარებულია. აბლოთია ამჟამად დისლოკაციის ადგილზე იმყოფება”, – აცხადებენ სუს-ში.
ე.წ. მესაზღვრეების მიერ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლის გატაცებაზე ინფორმაცია დღეს გავრცელდა.