თორდიასთან არ ყოფილა ინციდენტი, ეს იყო წამიერი შეხვედრა – ფარცხალაძის დაკითხვა დასრულდა

თითქმის ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ, ოთარ ფარცხალაძემ პოლიციის განყოფილება დატოვა.

მისი თქმით, დაკითხვაზე ​შარდენის ქუჩაზე 13 მაისს მომხდარის შესახებ ისაუბრა.

„ვისაუბრე დეტალებზე. ეს არ ყოფილა ინციდენტი. ეს იყო წამიერი შეხვედრა. დანარჩენზე ადვოკატი ისაუბრებს“, – განაცხადა ოთარ ფარცხალაძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, მიიღო თუ არა მან, ალექსეევკაში მიწის 200 000-ად შესყიდვის შემდეგ, მილიონიანი შემოსავალი, ფარცხალაძემ განაცხადა, რომ ასე არ არის. „მე არაფერი მიმიღია, ტყუილია“, განაცხადა ოთარ ფარცხალაძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას ფიზიკური შეურაცხყოფა 13 მაისს მიაყენეს. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.

თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა თავს.

banner
წინა სტატიაშითორნიკე კაჭარავას აღკვეთ ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიასიახლეები პენიტენციურ სისტემაში – საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა